10/11/2024
14:13
პოლიტიკა
არჩევნები გაყალბდა, ხელისუფლება არის მიტაცებული, შესაბამისად არჩეული ხელისუფლება არის, არა ქართული ოცნება, არამედ ოთხი ოპოზიციური კუალიციისგან შემდგარი დიდი გაერთიანება - ამის შესახებ ფორმულას ეთერში პოლიტოლოგმა ხათუნა ლაზაგიძემ განაცხადა
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთმა დაინახოს ოპოზიცია, ოპოზიციური ერთობა, მაგრამ, ჯერ თვთონ ოპოზიციამ უნდა გააცნობიეროს ეს და მერე, ამის რაღაცნაირი ფორმალიზაცია უნდა მოახდინონ
,,დღევანდელი მოცემულობით, ეს ვიზულურადაც გამოჩნდა, რომ დასავლეთი არ ცნობს კობახიძეს როგორც საქართველოს ხელისუფალს, ეს სრულიად გასაგებია.
მოვუწოდებ ოპოზიციას, რომ დაიწყოს პოზიციონირება როგორც არჩეულმა ხელისუფლებამ.
არჩევნები გაყალბდა, ხელისუფლება არის მიტაცებული, შესაბამისად “არჩეული ხელისუფლება არის არა “ქართული ოცნება”, არამედ ოპოზიციური კოალიციისგან შემდგარი დიდი გაერთიანება, ეს არის არჩეული ხელისუფლება. იგივე დასავლეთთან ურთიერთობაში ოპოზიციამ უნდა დაიწყოს პოზიციონირება, როგორც არჩეულმა ხელისუფლებამ.
ამერიკას დღეს ჰყავს მოქმედი პრეზიდენტი და არჩეული პრეზიდენტი, თუმცა იქ არავინ დაობს არჩევნების შედეგებზე. რეალურად ჩვენ ხომ ვიცით და ამას გაყალბების ასობით, ათასობით ფაქტი ამტკიცებს, რომ “ქართული ოცნება” არ არის არჩეული ხელისუფლება, ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთმა დაინახოს ოპოზიცია, ოპოზიციური ერთობა, მაგრამ ჯერ თვთონ ოპოზიციამ უნდა გააცნობიეროს ეს და მერე ამის რაღაცნაირი ფორმალიზაცია უნდა მოახდინონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია" - ამბობს ხათუნა ლაზაგიძე
0
0