25/11/2023
09:50
კულტურა
ქართველი მომღერალი, ლიზი გოზალიშვილი, რომლის მიერ შესრულებული არაერთი შთამბეჭდავი გამოსვლა ვიხილეთ გერმანულ „ვოისში“, პროექტს გუნდების შეჯიბრიდან გამოეთიშა. ამის შესახებ მომღერალი სოციალურ ქსელში წერს და გულშემატკივრებს მადლობას უხდის.
როგორც ლიზი ამბობს, სათქმელს ყოველთვის, ყველა სცენიდან იტყვის.
„ჩემო საოცარო გულშემატკივრებო, სამწუხაროდ, დარბაზში მყოფმა მაყურებელმა გადაწყვიტა, რომ პროექტი უნდა დამეტოვებინა.
გუნდების შეჯიბრში ჯოვანის გუნდიდან პირველი გამოვედი და წითელი სკამი დავიკავე. რამდენიმე გამომსვლელის შემდეგ ტოკიო ჰოტელის მონაწილემ გამომიწვია და დარბაზში მყოფი მაყურებლების ხმათა უმრავლესობით სწორედ ის გადავიდა ნახევარფინალში.
უუუუზომოდ და სამუდამოდ მადლიერი ვარ ყველა იმ ემოციისთვის, რაც ამ დროის განმავლობაში თქვენგან მივიღე. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ამხელა დადებით ენერგიას მივიღებდი ამდენი ნაცნობისა თუ უცნობისგან. უღრმესი მადლობა თქვენ ასეთი გულშემატკივრობისთვის!
პროექტი ჩემთვის დასრულდა, თუმცა ეს ასეა: ეს არის კონკურსი და იმარჯვებს მხოლოდ ერთი
გპირდებით, რომ თავს ხშირად ,,შეგახსენებთ” და ჩემს სათქმელს ყოველთვის, ყველა სცენიდან ვიტყვი.
ჰო და აი, ისიც! ჩემი ბოლო გამოსვლა გერმანულ ,,ვოისში", - წერს ლიზი და ვიდეოს აზიარებს.
0
0