15/09/2024
22:52
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიაში მორიოგი შთამბეჭდავი თამაში ჩაატარა და „ნაპოლის“ „კალიარის“ დამარცხებაში გოლითა და საგოლე გადაცემით დაეხმარა – 4:0.
სერია A-ს მეოთხე ტურის შეხვედრა ნეაპოლელებმა სტუმრად ჩაატარეს და „კალიარისთან“ მაღალი დონის ფეხბურთი აჩვენეს. ანგარიში მე-18 წუთზე რომელუ ლუკაკუს გადაცემით ჯოვანი დი ლორენცომ გახსნა და „ნაპოლიმ“ ტაიმი 1:0 მოიგო.
საქართველოს ნაკრებში მიღებული ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ქართველი ფეხბურთელი ანტონიო კონტემ ძირითად შემადგენლობაში დააყენა. 66-ე წუთზე ლუკაკუმ ხვიჩა ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა და კვარაცხელიამაც სხვაობა გაზარდა, ხუთ წუთში კი ხვიჩამ ბელგიელ თავდამსხმელს გაატანინა.
შეხვედრის ბოლო წამებზე კიდევ ერთი გოლი ალესანდრო ბონჯორნომ გაიტანა და ოთხი ტურის შემდეგ 9 ქულით „ნაპოლი“ პირველ ადგილზეა, ხვიჩა კვარაცხელიას კი მიმდინარე სეზონში ორი გოლი და ორი საგოლე გადაცემა დაუგროვდა.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024