19/10/2024
22:45
სპორტი
ოთარ კიტეიშვილმა გრაცის „შტურმში“ შესანიშნავი თამაში ჩაატარა, დუბლი შეასრულა და „გრაცერის“ დამარცხებაში დიდი როლი ითამაშა – 5:2.
მიუხედავად საქართველოს ნაკრებში ჩატარებული მძიმე მატჩებისა, 28 წლის ნახევარმცველი გრაცელების ძირითად შემადგენლობაში იყო, 84 წუთი ითამაშა და 8,5 ქულით მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
„შტურმმა“ თამაში კარგად დაიწყო ანგარიში 34-ე წუთზე იუსუფ გაზიბეგოვიჩმა გახსნა. მე-40 წუთზე კი „შტურმის“ უპირატესობა ოთარ კიტეიშვილმა ორამდე გაზარდა.
გრაცელებმა მეორე ტაიმში მეტოქეს კიდევ სამი გოლი გაუტანეს. კიტეიშვილმა მე-80 წუთზე დუბლი მიითვალა – მიმდინარე სეზონში ოთარმა ხუთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერმა“ სტუმრად ითამაშა და „ლინცს“ 1:0 სძლია. „ჯვაროსნების“ ნახევარმცველი სათადარიგოებში იყო და მოედანზე 77-ე წუთზე გამოჩნდა. 10 ტურის შემდეგ „შტურმი“ 22 ქულით ერთპიროვნული ლიდერია, „ვოლფსბერგერი“ (16) კი მესამე პოზიციაზეა.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024