18/11/2024
09:02
საზოგადოება
კარვები თბილისის ცენტრში და სამარშრუტო ტაქსებით ჩახერგილი ჭავჭავაძის გამზირი. ვაკე ამ დრომდე პარალიზებულია. ოპოზიციის ლიდერების ნაწილმა მხარდამჭერების მცირე ჯგუფთან ერთად ღამე ჭავჭავაძეზე, ნაწილმა კი კარვებში გაათიეს.
პროტესტი საღამოს 8 საათისთვის დაიწყო, როცა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერებმა მხარდამჭერებთან ერთად ვარაზისხევი, ჭავჭავაძის და მელიქიშვილის გამზირი, ასევე კეკელიძის ქუჩა გადაკეტეს და 24-საათიანი უწყვეტი პროტესტი დააანონსეს. თსუ-ს მიმდებარედ, ცენტრალურ სავალ გზაზე კი კარვები გაშალეს. კარვებთან ერთად, ადგილზე მიიტანეს პლედები, სალაშქრო პარალონები და საძილე ტომრებიც. მოგვიანებით მათ საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციის მონაწილეებიც შეუერთდნენ.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ჭავჭავაძეზე მოწყობილ აქცია ნაციონალური მოძრაობის ლიდერთა ნაწილი შეუერთდა, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე კი პიკეტირებაზე არ მისულან. „ლელოს“ ლიდერები პარლამენტთან გამართულ აქციაზე იმყოფებოდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა, თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს და კარვები გაშალეს, ადგილზე ხაზარაძე-ჯაფარიძე არ მისულან. ვაკეში შეკრებილებს კი სიტყვით „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა მიმართეს.
„წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია“- აცხადებენ ოპოზიციის ლიდერები.
ნახეთ ბმულზე ვიდეო, რა ვითარებაა ამ დროისთვის ვარაზის ხევთან:
0
0
ჰამასის ლიდერები თურქეთში გადავიდნენ - მედია
18/11/2024