02/08/2024
15:39
სპორტი
ძიუდოს ტურნირზე, ინდივიდუალური ასპარეზობების ბოლო დღეს მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ფრანგ ტედი რინერს დაუპირისპირდა.
ქართველმა თანაბარ ორთაბრძოლაში ვაზარი გაუშვა და რინერმა ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ, მათ შორის ინციდენტი მოხდა. ქართველმა ფრანგს უხეშობის გამო ხელი ჰკრა, რის გამოც გურამ თუშიშვილმა დისკვალიფიკაცია მიიღო და რეპეშაჟში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.
ინციდენტის ამსახველი ვიდეო ნახეთ ქვემოთ მითითებულ ბმულზე:
https://spnews.io/storage/files/rineri-tushishvili.mp4
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტს, რომენ დიკოს შეხვდა. ქართველი ფრანგ ძიუდოისტთან გაფრთხილებებით დამარცხდა.
ექვსი დღის შემდეგ პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90 კგ) გახდა, ხოლო ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
0
0