14/09/2024
20:09
სპორტი
გიორგი ჩაკვეტაძემ ისევ შესანიშნავად ითამაშა და „უოტფორდს“ „ქოვენთრისთან“ საშინაო შეხვედრაში ქულის მოპოვებაში დაეხმარა (1:1), მაგრამ მატჩის ბოლოს ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება საკაცით მოუხდა.
ინგლისის ჩემპიონშიფის მეხუთე ტურის მატჩის პირველი ტაიმი ქართველის გუნდისთვის ცუდად დაიწყო, „ქოვენთრი“ მეოთხე წუთზე დაწინაურდა.
ჩაკვეტაძეს პირველივე ტაიმში შეეძლო გატანა, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია. მეორე ტაიმში გუნდში ყველაზე აქტიური სწორედ ის იყო და 67-ე წუთზე თავიც გამოიჩინა. მარცხენა ფლანგზე მცველს გაცდა და კარის წინ გახსნილ აიოტომივა დელე-ბაშირუს გოლი გაატანინა.
76-ე წუთზე გიორგი დაშავდა, მოედანზე დაწვა და სამწუხაროდ, თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. ქართველი ფეხბურთელი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. რა სიმძიმისაა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის ტრავმა, ჯერ უცნობია.
„უოტფორდმა“ ინგლისის ჩემპიონშიფში გამართული ხუთი ტურის შემდეგ 10 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციაზეა.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024