14/09/2024
20:04
სპორტი
ჩემპიონშიფის მეხუთე ტურში „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე „კოვენტრის“ დაუზავდა - 1:1.
სტუმრები დებიუტში დაწინაურდნენ და კიდევ რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს. მასპინძელთა თითქმის ყველა შეტევა მარცხენა ფლანგიდან მიმდინარეობდა, სადაც თამაშს ჩაკვეტაძე ამწვავებდა. გიორგიმ ანგარიშის გათანაბრების კარგი შანსი ვერ გამოიყენა, შემდეგ კი მის მიერ ჩაწოდებულ ბურთზე კი ბაიოს მეკარე დოვინმა არ გაატანინა.
შესვენების შემდეგ „უოტფორდმა“ იერიშები გააგრძელა, ქართველი მეურვეს გაექცა და კარის წინ უმეთვალყურეოდ დატოვებულ დელე-ბაშირუს საგოლე პასი გაუკეთა. მე-80 წუთზე ჩაკვეტაძემ სრულიად უწყინარ სიტუაციაში ტრავმა მიიღო და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. სავარაუდოდ, მასმუხლის მყესის დაზიანება აქვს. იმედია, ტრავმა სერიოზული არაა.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024