13/11/2024
10:41
საზოგადოება
"ნაპოლის" მარცხენა გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია 21 აგვისტოს მამა გახდა. მას და ნიცა თავაძეს ვაჟი შეეძინათ, პატარას დამიანე დაარქვეს.
პატარა დამიანე კვარაცხელიას დაბადების შემდეგ "კვარა" სამშობლოდან ნეაპოლში დაბრუნდა. ხვიჩა და ნიცა ძირითადად სწორედ იქ არიან.
თუმცა დღეს წყვილი სამშობლოშია და ისინი დამიანეს ნათლობას აღნიშნავენ. ნათლობის ულამაზესი ტორტის ფოტოს ნიცა აქვეყნებს.
როგორც ირკვევა ნათლობის შემდეგ სტუმრები კვარაცხელიებმა მთაწმინდაზე, რესტორანში მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ სპორტსმენმა სამედიცინო უნივერისტეტის სტუდენტზე ორი წლის წინ იქორწინა. წყვილს დიდი ხნის სასიყვარულო ისტორია აქვს და ოფიციალური ქორწინების შემდეგ საცხოვრებლად იტალიაში გადავიდნენ, სადაც ხვიჩა, ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ გუნდში თამაშობს.
0
0