(VIDEO) ბუდუ ზივზივაძეს გერმანიაში ვერ აჩერებენ - ქართველის დუბლით „კარლსრუემ“ „შალკე“ დაამარცხა
13/09/2024
23:06
სპორტი
A-
+A
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მეხუთე ტურის შეხვედრაში ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუემ“ საკუთარ მოედანზე „შალკე“ 2:0 ქართველი ფეხბურთელის დუბლით დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს, 45+3-ე წუთზე გახსხნა, ხოლო მეორე გოლი 73-ე წუთზე გაიტანა.
ზივზივაძემ შეხვედრაში ყვითელი ბარათიც მიიღო და საბოლოოდ მოედანი 78-ე წუთზე დატოვა, მის ნაცვლად თამაშში ჰანზიკერი ჩაერთო.
აღსანიშნავია, რომ ბუდუ ზივზივაძეს გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ექვსი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა დაუგროვდა, ამ მაჩვენებლით კი ის ბომბარდირთა დავის ლიდერია.
რაც შეეხება „კარლსრუეს“, ხუთი ტურის შემდეგ 13 ქულა აქვს და ცხრილში პირველ ადგილზეა.
0
0
2130
სიახლეები
ყველა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%