13/11/2024
20:58
მსოფლიო
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თეთრ სახლში მოქმედ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
ბაიდენმა ტრამპს შეხვედრისას უთხრა, რომ ის “მშვიდ ტრანზიციას” ელის იანვარში და აღნიშნა, რომ ის “უზრუნველყოფს”, რომ აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე მისი წინამორბედისთვისა და მემკვიდრისთვის ყველაფერი წესრიგში იყოს, როდესაც ის იანვარში ოფიციალურად დაიკავებს ამ თანამდებობას.
“მშვენიერი, ბატონო პრეზიდენტად არჩეულო, ყოფილო პრეზიდენტო, დონალდ, გილოცავთ,” - განაცხადა ბაიდენმა და ხელი ჩამოართვა დონალდ ტრამპს.
ტრამპმა, თავის მხრივ, უპასუხა:
“პოლიტიკა რთულია და ის, ხშირ შემთხვევებში, კარგი სივრცე არ არის, მაგრამ ის კარგი სივრცეა დღეს, და ამას ძალიან ვაფასებ.”
მომავალი პირველი ლედის მელანია ტრამპის ოფისმა კი დაადასტურა CNN-ის ინფორმაცია, რომ ის არ აპირებდა ამჟამინდელ პირველ ლედისთან ჯილ ბაიდენთან დღეს შეხვედრას.
0
0
ნიკა გვარამია საზღვარგარეთ გაემგზავრა
25/11/2024