24/11/2023
15:27
ბადაგონი
აშშ-ის ერთ-ერთმა ყველაზე რეიტინგულმა და პოპულარულმა ტელემაუწყებელმა CBS-მა, ალავერდის ეპარქიის და ქართული ღვინის შესახებ ვრცელი სიუჟეტი მოამზადა, რომლის პრემიერაც CBS-ის ეთერში, გადაცემა „60 წუთში“, კვირას გაიმართება და მას CBS-ის 80-მილიონიანი აუდიტორია ნახავს.
CBS-ის ჟურნალისტი და სიუჟეტის ავტორი შარინ ალფონსი ვრცლად ჰყვება „პატარა საქართველოზე, რომელიც ღვინის სამშობლოა და 8 ათას წლიანი ისტორია აქვს“.
„მეცნიერების უმრავლესობას მიაჩნია, რომ პატარა საქართველო ღვინის სამშობლოა და 8 ათას წლიანი ისტორია აქვს. ღვინის მწარმოებლებმა აღადგინეს ყურძნის უძველესი ჯიშები და წარადგინეს ისინი მსოფლიოს წინაშე.“- ამბობს შარინ ალფონსი გადაცემის ანონსში.
როგორ მიმდინარეობდა გადაღებები ალავერდის ეპარქიაში და როგორია CBS-ის გადამღები ჯგუფის შთაბეჭდილებები ალავერდის ეპარქიის, მეუფე აბბა ალავერდელის მოღვაწეობის და ქართული სამონასტრო ღვინის შესახებ - ექსკლუზიურ კადრებს გადასაღები მოედნიდან საინფორმაციო სააგენტო spacesnews და რადიო “სივრცე” მომდევნო კვირას შემოგთავაზებთ.
„მონასტრის ღვინის წარმოების მეთოდი ჩვენთვის უცხოა, ასეთი პრაქტიკა აშშ-ში არ არსებობს.“- ამბობს სააგენტო spacesnews- თან ექსკლუზიურ ინტერვიუში შარინ ალფონსი.
0
0