23/10/2024
16:21
საზოგადოება
სანამ თავისუფლების მოედანზე შეკრება დაიწყება, “ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, თბილისის ქუჩებში მსვლელობას დილიდან მართავენ. ზაჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ მოტომოყვარულები - სწორედ აქედან აიღო სტარტი ბაიკერების მსვლელობამ. “კურიერი“ მსვლელობის მონაწილეებს გაესაუბრა.
“ვართ ქართველი მოტომოყვარულები, ასე ვთქვათ, ბაიკერები შეკრებილი. ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერას “ქართული ოცნების“ მიმართ. მთავარი არის ქვეყანაში მშვიდობა - ამიტომაც ვართ შეკრებილი, რომ გვინდა მშვიდობა, გვინდა ერთიანად და კარგად ყოფნა. მას შემდეგ, რაც მოვივლით ამ მარშით თბილისის ქუჩებს, შემდეგ მივალთ უკვე თავისუფლების მოედანზე,“ - აცხადებს “ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მხარდამჭერი.
“ასეთი აზრია საზოგადოებაში, რომ ბაიკერები სხვა მხარეს დგანან და არ ვდგავართ. მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ - ვდგავართ ამ მხარეს და ჩვენც ვაფიქსირებთ ჩვენს აზრს, რომ გვინდა ევროპა. გვაქვს დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება - ამიტომ ვუჭერთ მხარს “ქართულ ოცნებას, - აცხადებს “ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მხარდამჭერი.
როგორც ცნობილია, 19:00 საათზე, “ქართული ოცნება” შემაჯამებელ წინასაარჩევნო შეხვედრას თბილისში გამართავს.
0
0