20/09/2024
19:01
სოც-ქსელები
ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე სოციაურ ქსელში მოკლულ კესარია აბრამიძესთან ბოლო მიმოწერას ასაჯაროებს.
“ბოლომდე გაუფრთხილდა იმ მხეცს ჩემი გოგო. ბოლომდე უნახა ნამუსი, ბოლომდე უწმინდა ნაგავი, ვერ გაწირა, ვერ უჩივლა, ვერ დააჭერინა. იმდენად თავმოყვარე იყო, სანამ არ დაშორდა, მანამდე არ გაგვაგებინა ძალადობის მსხვერპლი რომ იყო. რომ შეურიგდა, მერე მალავდა და ამართლებდა. არ გვიყვებოდა რა დღეშიც აგდებდა.
ერთხელ საქართველოდან გაექცა და მაინც დაიბრუნა იმ ავაზაკმა. მერე ისევ დაშორდნენ და ბოლოს ყველაზე სუსტ წერტილზე დააბიჯა. მოვდივარ, ხელი უნდა გთხოვო, მოემზადე, ჩვენი ფოტოც დადეო.
დღეს კესო აღარ გვყავს. ჩვენთვის აღარაფერი შეიცვლება, მაგრამ თქვენ მაინც იცოდეთ, როგორ თავდავიწყებით უყვარდა მანიაკი და როგორ გაუფრთხილდა 💔 ბოლო ამოსუნთქვამდე “– წერს ჟრნალისტი.
შეგახსენებთ, 18 სექტემბერს ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ტრანსგენდერი ქალი, მოდელი კესარია აბრამიძე სასტიკად მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული კესარიამ მეგობარი მამაკაცი, ბექა ჯაიანი უკვე დაკავებულია. შსს–ის ინფორმაციით, კესარია აბრამიძე დანითაა მოკლული. მას სხვეუკზე 50 ჭრილობა აღენიშნებოდა.
თავდაპირველად გამოძიება დაიწყო განზრახ მკვლელობის მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით), მოგვიანებით კი კვალიფიკაცია დამძიმდა. შსს-ს ცნობით, გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით – გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მოისმინეთ კესარიას საუბარი:
0
0