16/10/2024
17:34
სპორტი
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ლივერპულის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელიც ამ დრომდე „ვალენსიაში“ იჯარის წესით რჩება, ამბობს, რომ მზადაა, მომავალ ზაფხულში „წითლების“ ნომერ პირველი მეკარის სტატუსისთვის იბრძოლოს იმის მიუხედავად, დარჩება თუ არა ალისონ ბეკერი კლუბში იმ დროისთვის, როდესაც ის „ლივერპულს“ ოფიციალურად შეუერთდება.
გიორგი მამარდაშვილის კომენტარს Liverpool Echo აქვეყნებს.
„როდესაც კლუბის წარმომადგენლები კონტრაქტის გასაფორმებლად შემხვდნენ, „ლივერპულის“ პროექტით მოვიხიბლე. პირველი მეკარის პოზიციისთვის ვიბრძოლებ იმ შემთხვევაშიც, თუ ამჟამინდელი მეკარე გუნდს არ დატოვებ“, - ამბობს 24 წლის მეკარე.
შეგახსენებთ, „ლივერპულმა“ გიორგი მამარდაშვილი 30 მილიონ ევროდ შეიძინა, რაც ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ აქამდე გადახდილი ყველაზე დიდი თანხაა.
0
0