30/09/2022
14:44
კონფლიქტები
მიუღებლად მიგვაჩნია ალექსნადრ ლუკაშენკოს ჩასვლა ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, თუმცა საქართველოს რეაგირება არის მთავრობის გადასაწყვეტი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
როგორც პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, რა რეაგირება უნდ აჰქონდეს ამ უპრეცედენტო ვიზიტზე.
„მინდა, დავადასტურო ევროკავშირის პოზიცია, რომელიც არის მკაფიო – ევროკავშირი მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერით საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვგმობთ აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონში ე.წ. პრეზიდენტის ამ ვიზიტს, რადგან ლუკაშენკო არ არის ბელარუსის ლეგიტიმური პრეზიდენტი. მარტივად რომ ვთქვა, ჩვენ მიუღებლად მიგვაჩნია ასეთი ვიზიტის განხორციელება საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, თუმცა საქართველოს რეაგირება არის საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტი“, – განაცხადა ელჩმა.
0
0