07/10/2024
14:34
საზოგადოება
🔴ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შექმნის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანის დღის, 17 ოქტომბრის, ღონისძიებების ფარგლებში, სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონებში ვეტერანებთან შეხვედრებს მართავს. კობა კობალაძემ ვეტერანებთან შეხვედრები უკვე გამართა ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდსა და ქუთაისში.
🔴შეხვედრებზე, ვეტერანებმა ყურადღება გაამახვილეს რამდენიმე,მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხზე. მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობის შეღავათის გავრცელებაზე საქართველოს მასშტაბით, ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებაზე,საყოფაცხოვრებო სუბსიდიისა და დაუბეგრავი მინიმუმის გაზრდაზე.
🔴კობა კობალაძე რეგიონებში შეხვედრებს კვლავ აგრძელებს და მომდევნო შეხვედრებს შემდეგ ქალაქებში გამართავს:
🔻7 ოქტომბერს, ქ. ახალციხე 16:00 საათზე, შ.ახალციხელის ქუჩა N 2, ( გუბერნიის შენობა);
🔻9 ოქტომბერს, ქ. გორი, 16:00 საათზე, მშვიდობის ქუჩა N 12 ა, (გორის კულტურისა და ახალგაზრდობის სახლი -კომბინატის დასახლება);
🔻10 ოქტომბერს, ქ. რუსთავში, 16:00 საათზე, კოსტავას ქუჩა N 20, (რუსთავის მერიის შენობის უკან მუსიკალური სასწავლებლის დარბაზი);
🔻11 ოქტომბერს, ქ. თელავი, 16:00 საათზე, ჭავჭავაძის მოედანი N 5, (მუსიკალური სკოლა);
🔻12 ოქტომბერს, ქ. მცხეთა, 16:00 საათზე, აღმაშენებლის ქუჩა N 77, ( ანდრო კანდელაკის ჭიდაობის დარბაზი );
ადგილობრივ ვეტერანებს შესაძლებლობა აქვთ, დაესწრონ აღნიშნულ შეხვედრებს და სამსახურის დირექტორისგან, მათთვის საინტერესო ყველა საკითხზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ.
0
0