30/08/2024
16:20
კულტურა
ვენეციის კინოფესტივალმა ქართული ფილმის „ანტიკვარიატი“ პარალელურ პროგრამაში დაგეგმილი საჯარო ჩვენება შეაჩერა.
რუსუდან გლურჯიძის კინოსურათის მწარმოებელი კომპანიის „სინეტეკის“ წინააღმდეგ სარჩელი ვენეციის სასამართლოში შეიტანეს რუსმა, ხორვატმა და კვიპროსელმა პროდიუსერებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ მათი, როგორც ფილმის თანა მწარმოებლების მიმართ ქართული კომპანიის მხრიდან საავტორო უფლებები დაირღვა.
ქართული მხარე კი აცხადებს, რომ ყველა დოკუმენტაცია წესრიგშია და მიიჩნევს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, მიზეზი კი ფილმში ასახული რეალობაა, რომელიც რუსეთიდან 2006 წელს საქართველოს მოქალაქეების ეთნიკური ნიშნით არალეგალურ დეპორტაციას და ამ პროცესის სისასტიკეს აღწერს.
ფილმის საჯარო ჩვენებიდან მოხსნის მიზეზად სახელდება ის, რომ ვენეციის სასამართლოს საქმე წარმოებაში აქვს მიღებული და ამ ეტაპზე არსებული გადაწყვეტილებით, რუსუდან გლურჯიძის „ანტიკვარიატს“ მხოლოდ ჟიურის წევრები ნახავენ.
0
0