09/10/2024
12:59
სპორტი
პოზნანის შეკრებაზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად ივარჯიშა დებიუტანტმა გიორგი გულიაშვილმა – ბოსნიური „სარაევოს“ 23 წლის ფორვარდმა პირველ ემოციებზე და მოახლოებულ მატჩებზე ისაუბრა.
„ნაკრებში მოხვედრა ჩემი ოცნება იყო. დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და მაქსიმალურად ვეცდები, რომ ჩემს ქვეყანას წარმატების მიღწევაში დავეხმარო. თუ თამაშის შესაძლებლობა მომეცემა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ გოლების გატანა კლუბის მსგავსად ნაკრებშიც შევძლო.
ძალიან მნიშვნელოვანი მატჩები გველის. ძლიერ მეტოქეებს ვხვდებით, თუმცა ჯგუფის ლიდერები ვართ და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ დასრულდება“, – განაცხადა გიორგი გულიაშვილმა.
ოქტომბრის სანაკრებო პაუზაზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ორ შეხვედრას ჩაატარებს. უკრაინის ნაკრებთან მატჩი 11 ოქტომბერს პოლონეთის ქალაქ პოზნანში გაიმართება, ხოლო ალბანეთის წინააღმდეგ „ჯვაროსნები“ 14 ოქტომბერს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ითამაშებენ. ორივე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.
0
0