05/12/2022
17:53
სამართალი
ახმეტის მუნიციპალიტეტში შენობას, რომლის რეაბილიტაციაზე მილიონზე მეტი იხარჯება, მინები ჩაუმტვრიეს. შემთხვევა სოფელ მატანში მოხდა.
ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა, რეაბილიტაციის პროცესში მყოფი შენობის შესასვლელ კარს, შუშები დაუმტვრიეს.
„ვფიქრობთ, რომ ღამით მოხდა. ამხელა მინა-პაკეტია ჩამტვრეული. ამდენ ხანს უფუნქციო იყო, ახლა კეთდება, ლამაზდება და ვიღაცამ ეს ჩაიდინა. მკაცრად უნდა მოჰკითხონ“,- ამბობენ მატანში.
მომხდარ ფაქტზე, სამართალდამცავმა უწყებებმა, მოკვლევა დაიწყეს.
მატნის კულტურის სახლის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 671 000 ლარით არის დაფინანსებული.
შენობა გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენდა და მას შემდეგ სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებია.
კულტურის სახლში სოფლის ბიბლიოთეკის, სხვადასხვა შემეცნებითი, სამუსიკო თუ ქორეოგრაფიული წრეები განთავსება და დაახლოებით 35 ადგილობრივი მცხოვრების დასაქმება იგეგმება.
0
0