ვამაყობთ, რომ დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს ინვესტორთა საბჭოს პლატფორმას საქართველოში, განვაგრძობთ ამ პლატფორმის დაფინანსებას 2025 წლამდე - ბრიტანეთის საელჩო
08/06/2022
17:19
ეკონომიკა
A-
+A
საქართველოში ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი დაესწრო ინვესტორთა საბჭოს შეხვედრას, სადაც მიმართა საბჭოს წევრებს და ისაუბრა უკრაინის კონფლიქტის გავლენაზე, ეკონომიკური მედეგობის მზარდ საჭიროებასა და საქართველოს მხარდაჭერაზე დიდი ბრიტანეთის მხრიდან. ინფორმაციას ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, ხელმძღვანელობით გაიმართა.
„ვამაყობთ, რომ დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს ინვესტორთა საბჭოს პლატფორმას კარგი მმართველობის ფონდის ფარგლებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან თანამშრომლობით. წელს განახლდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც განვაგრძობთ ამ პლატფორმის დაფინანსებას 2025 წლამდე“, – აღნიშნულია ბრიტანეთის საელჩოს ინფორმაციაში.
0
0
388
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%