18/10/2022
19:03
სამართალი
გავრცელებული ინფორმაციით, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო „გრინსერვის პლუსის“ დამფუძნებელი ლაშა ფურცხვანიძე დააკავეს. ინფორმაციას კომპანიის ერთ-ერთი მეწილე კობა ხარშილაძე ადასტურებს.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, „მშენ-ექსპერტ სერვისის“ დირექტორის დავით თუშიშვილის დაკავების შესახებ.
კონკრეტულად რას ედავებიან მათ, ამ დროისთვის უცნობია. ისინი ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.
შეგახსენებთ, ვაკის პარკის შადრევნის რეაბილიტაცია კომპანია „გრინსერვის პლიუსმა“ შეასრულა.
ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დენმა დაარტყა.
ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 13 წლის გოგო კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
0
0