07/11/2024
19:44
პოლიტიკა
ვაკე-საბურთალოს საოლქო კომისიის შენობასთან ხმაურია. ადგილზე შეკრებილი პოლიტიკოსები და მოქალაქეები სხდომაზე დასწრებას ითხოვენ, რის საშუალებასაც მათ სამართალდამცავები არ აძლევენ.
როგორც „ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე აცხადებს, კანონით სხდომა საჯაროა და მოქალაქეებს დასწრების უფლება აქვთ, თუმცა სამართალდამცავებმა „გაამაგრეს ქაჯეთის ციხე, რადგან უკანონობას სჩადიან".
„თქვენ პირდაპირ არღვევთ კანონმდებლობას. შეუშვით ხალხი! ჩვეულებრივი საჯარო წარმოებაა, მოქალაქეებს აქვთ უფლება დაესწრონ სხდომას. რა ოქმი უნდა შეაჯამონ პირწმინდად წააგეს თბილისi. გაყალბებული არჩევნები წააგეს. ეს არის სახელმწიფო უწყება? სხდომა არის საჯარო, ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს და უნდა შეუშვან მოქალაქეები. გაამაგრეს ქაჯეთის ციხე, რადგან უკანონობას სჩადიან", - განაცხადა ანა დოლიძემ.
დღეს საქართველოს მასშტაბით ყველა საოლქო კომისიაში სხდომაა ჩანიშნული, სადაც არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელი ოქმები უნდა დაიწეროს.
0
0