05/10/2023
11:27
კონფლიქტები
უზბეკმა მომღერალმა ლოლა იულდაშევამ საქართველოში მოგზაურობის შესახებ ვიდეო გამოაქვეყნა. მომღერალი ჩიოდა, რომ თბილისის ერთ-ერთ მაღაზიაში რუსული ლაპარაკის გამო „უხეშად მოექცნენ“.
„გთხოვთ, გაითვალისწინოთ ეს, როდესაც მიფრინავთ საქართველოში. ფრთხილად იყავით რუსულად საუბრისას. იმიტომ რომ რუსები და რუსული ენა აბსოლუტურად მიუღებელია. ეს წინასწარ ვიცოდით და გავითვალისწინეთ. პირადად მე მესმის ამ ადამიანების გრძნობები, ისინი სხვა ქვეყანაში ცხოვრობენ და აქვთ ამის უფლება. ვცდილობთ ვისაუბროთ ძირითადად უზბეკურად ან ინგლისურად. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს სცილდება ადამიანობის გარკვეულ ფარგლებს“, - აზიარებს თავის აზრს ლოლა სოციალურ ქსელებში საკუთარ გვერდზე.
მომღერალმა თქვა, რომ გამყიდველმა უარი თქვა მათ მომსახურებაზე მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ლოლა და მისი მეგობრები რუსულად საუბრობდნენ და „უხეშად მოექცნენ მათ“.
ლოლა იულდაშევა ბოლო წლებში რუსეთში ცხოვრობდა და შემოქმედებითად მუშაობდა ფსევდონიმით "მაია". თუმცა, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, 2022 წლის მაისში, მან Instagram-ის საკუთარ გვერდზე გამოაცხადა, რომ უზბეკეთში ბრუნდება.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024