21/02/2022
14:13
საზოგადოება
გავრცელებულ ვიდეოში, სადაც ჩანს, რომ ერთი სასულიერო პირი მეორეს სცემს, ნახსენებია ფერისცვალების ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია. დეკანოზი ვერ აკონკრეტებს მოძალადე სასულიერო პირის ვინაობას, თუმცა იხსენებს, რომ ის მასთან რამდენიმე თვის წინ იმყოფებოდა და მოყვა თვითმარქვია ბერის შესახებ, რომელიც არის ძალადობის მსხვერპლი გავრცელებულ ვიდეოში.
დეკანოზი შალვა კეკელია ამბობს, რომ პირთან 2019 წელს ჰქონდა შეხება, რა დროსაც ის სასულიერო სემინარიაში, თავისუფალ მსმენელად ესწრებოდა ლექციებს, თუმცა, რამდენიმე ინციდენტის შემდეგ, ეპისკოპოსებმა ბერი დასაჯეს, გახადეს კაბა და მონასტერში, ცოდვების მონანიების მიზნით გაუშვეს.
მიუხედავად ამისა, ის არ დაემორჩილა სასულიერო პირების გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, სხვადასხვა ეპარქიებში გადაადგილდება და ეკლესიის სახელით, სხვადასხვა, ეკლესიისთვის მიუღებელ ქმედებებში არის ჩართული. დეკანოზი ვარაუდობს, რომ სწორედ მსგავსი ქმედება გახდა დაპირისპირების მიზეზი, რის გამოც ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ის იხსენებს მსგავს ისტორიას:
"ვისაც სცემენ, იმის სურათი ჩამიგდეს, იცნობო, ნამდვილად ბერიაო? რომ დავინახე, ვთქვი, ამაზე ნუ მალაპარაკებთ-მეთქი, ეს არის საშინელი ადამიანი, უცუდესი ადამიანი არის-მეთქი, საიდან გაქვთ ეს სურათი - მეთქი და მეუბნება, მამაო, თბილისიდან ქუთაისში ვბრუნდებოდიო, ქუჩაში ვნახე იდგა ბერიო, შემოსილიო, გავუჩერე მანქანა, წავიყვანე ქუთაისში, დასარჩენი არ ჰქონდა და წავიყვანე სახლშიო. გავუმასპინძლდი და დავწექითო. ღამე შემოდის ჩემთან ოთახშიო (ის, ვისაც სცემენ) რადგან წამიყვანე, პატივი მეცი, გამიმასპინძლდი, მეც პატივი უნდა გცეო, და ეუბნება ძალიან ცუდ რამეს, ეს უნდა გაგიკეთოო, საშინელებაა,"-აცხადებს დეკანოზი.
ბერთან დაკავშირებით ეკლესიისთვის მიუღებელ ქმედებებზე საუბრობენ რუის-ურბნისის ეპარქიაში - სწორედ აქ მსახურობდა სასულიერო პირი წლების განმავლობაში და, ეპისკოპოსების გადაწყვეტილებით, ცოდვების მონანიების მიზნით, სწორედ ამ ეპარქიაში გამწესდა. იმ ტაძრის წინამძღვარი, სადაც ბერი წლების განმავლობაში მსახურობდა, ამბობს, რომ ამ ეტაპზე მას სასულიერო პირის სტატუსი შეჩერებული აქვს, თუმცა ის კვლავ გადაადგილდება სასულიერო შესამოსელით და ეკლესიის სახელით მოქმედებს.
"მამა პიროსი არ არის სასულიერო პირი, არც ის მეორეა სასულიერო პირი, ამას მინდა ხაზი გავუსვა. ჩემთვის, როგორც მღვდლისთვის ის ქმედება, რასაც ამბობენ, არის მიუღებელი, თუმცა იმსახურებდა კაბის გახდას. ბოლოს როცა იყო ჩემთან, ერთი თვის უკან, ვუთხარი, რომ ჩემგან ნუღარ ელი ნურაფერს, იმიტომ რომ არ მემორჩილები, არ გესმის,"- აცხადებს იღუმენი თეოდოსი.
0
0