USADA-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „მეგობრობის თამაშების“ მონაწილეებს ოლიმპიადაზე არ დაუშვებენ
29/09/2024
17:41
სპორტი
A-
+A
ის სპორტსმენები, რომლებიც რუსეთის მიერ ორგანიზებულ „მეგობრობის თამაშებში“ გამოვლენ, ოლიმპიადაში მონაწილებას ვერ შეძლებენ.
ამის შესახებ განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ანტისადოპინგო სააგენტოს (USADA) პრეზიდენტმა ტრევის ტაიგერტმა ტელეკომპანია NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
„თუ ვინმე აპირებს მონაწილეობას იმ თამაშებში, სადაც არ არის დოპინგ-კონტროლი და რომელიც არ არის სანქცირებული ჩვენი ქვეყნისა და სპორტული ფედერაციების მიერ, ამ შემთხვევაში ასეთი სპორტსმენები ვერ გამოვლენ ოლიმპიურ თამაშებზე“, – განაცხადა ტაიგერტმა.
„მეგობრობის თამაშების“ ჩატარება იგეგმებოდა 2024 წლის სექტემბერში მოსკოვსა და ეკატერინბურგში, მაგრამ ის 2025 წლისთვის გადაიტანეს.
0
0
125
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%