25/10/2022
22:06
სამართალი
ესენი არიან უპასუხისმგებლო არასამთავრობო ორგანიზაციები, უზრდელები, მოსამართლეს ყველანაირ შეურაცხყოფას აყენებენ, - ასე პასუხობს მოსამართლე ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრად მის არჩევაზე არასამთავრობო სექტორის კრიტიკას.
ლევან მურუსიძის განცხადებით, რასაც NGO-ები აკეთებენ ეს არის ბოროტება ქვეყნისა და მართლმსაჯულების წინააღმდეგ.
"გამოდიოდნენ არასამთავრობოები და გვლანძღავდნენ „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით, აღმოჩნდა შემდეგ, რომ „რუსთავი 2-ის“ საქმე იყო სწორი და კანონიერად გადაწყვეტილი. ვინმემ მოიხადა ბოდიში? ამიტომ ესენი არიან უპასუხისმგებლო არასამთავრობო ორგანიზაციები, უზრდელები, მოსამართლეს ყველანაირ შეურაცხყოფას აყენებენ. ერთ კონკრეტულს არ გამოვყოფ, ჩემთვის ერთია, მათი სახელი ლეგიონია. როდისმე NGO-ებისგან განსხვავებული აზრი მოგისმენიათ? რაიმე დადებითი უთქვამთ სასამართლოზე?
რასაც ისინი აკეთებენ ეს არის ბოროტება ქვეყნის წინაშე და მართლმსაჯულების წინააღმდეგ. შევთავაზე მათ, რომ ერთმა NGO-მ მაინც იტვირთოს თავის თავზე, რომ სასამართლოში დადებითი რა ხდება იქნებ ამ კუთხით გვეთანამშრომლოს. თუ გინდათ თანამშრომლობა და თუ გულწრფელად იქნებით დაინტერესებული სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობით, მე მზად ვარ, რომ ვითანამშრომლოთ, თუ არ იქნებით ზმად და წავა ისევ მოსამართლეების ლანძღვა-გინება-ბულინგი, მაშინ რა თქმა უნდა, ჩვენ საკუთარ თავს არა მარტო დავიცავთ, არამედ ყველაფერს დავარქმევთ თავის სახელს. სასამართლო ხელისუფლება არ არის ისეთი სუსტი, რომ არასამთავრობოებისა და რომელიღაც პოლიტიკოსების გამოხტომების ეშინოდეს. ბუნებრივია მუშტი-კრივზე არ გადავალთ, დავიცავთ თავს ჩვენი კომპეტენციით, წესიერებით, პატიოსნებით“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.
0
0
აღმაშენებლის ხეივანზე მსვლელობა დასრულდა
16/11/2024