13/02/2022
14:00
მსოფლიო
როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ორბანმა ევროკავშირს მიმართა, რომ უნგრეთის მიმართ მოთმინება გამოიჩინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ შეძლებენ გზის ერთი მიმართულებით გაგრძელებას.
აღსანიშნავია, რომ უახლოეს დღეებში ევროკავშირის სასამართლომ უნგრეთისა და პოლონეთის მიერ წარდგენილი სარჩელის საფუძველზე, ევროკავშირის კანონის უზენაესობის ახალ მექანიზმთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. აღნიშნული მექანიზმი 2021 წლიდან მოქმედებს და ევროკომისიას უფლებამოსილებას ანიჭებს, შეამციროს ერთობლივი ბიუჯეტიდან ფინანსური სახსრების გამოყოფა იმ ქვეყნებისთვის, რომლებშიც ევროკავშირის კანონის უზენაესობის დარღვევის გამო, თანხის არამიზნობრივი გამოყენების საშიშროება არსებობს.
პოლონეთმა ამ მექანიზმთან დაკავშირებით ლუქსემბურგში სარჩელი 2021 წლის 11 შეიტანა. ვარშავაში აცხადებენ, რომ ასეთი გადაწყვეტილებები ევროკავშირის სახელმწიფოების უფლებამოსილებაში ჩარევაა, ევროკავშირის დონეზე განხორციელებული შეთანხმებები კი, არ შეიცავს სამართლებრივ საფუძვლებს მსგავსი მექანიზმის გამოყენებისთვის. ანალოგიური სარჩელი წარადგინა უნგრეთმაც.
0
0