12/11/2024
20:49
პოლიტიკა
"უნდობლობა მაქვს გამოძიების... ერთ-ერთი შეკითხვა იყო, ოპოზიციამ გააყალბა თუ არა არჩევნები", - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე თენგო თევზაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვის შემდეგ საუბრობს.
ეს გამოძიება, ჩემი ორსაათიანი გამოკითხვის შემდეგ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ემსახურება იმას, რომ ეს ვერჩატარებული და ჩემი აზრით გაყალბებული არჩევნების სამართლებრივად "გაპრავება" მოხდეს. უნდობლობა მაქვს იმ გამოძიების, რომელმაც ბოლო შეკითხვა დამისვა ის, რომ შეეძლო თუ არა სხვას გაეყალბებინა "ქართული ოცნების" გარდა არჩევნები. დავაზუსტებინე, ვის მეთქი, მე, ან "კოალიცია ცვლილებისთვის" ან რომელიმე პოლიტიურ პარტიასთქო, მათ შორისო. ანუ, კითხვა არის ის რომ ოპოზიციამ გააყალბა თუ არა არჩევნები, ეს იყო ერთ-ერთი შეკითხვა. რა თქმა უნდა, ოპოზიცია ვერ გააყალბებს არჩევნებს, იმიტომ რომ არჩევნებს აყალბებს ის, ვინც მის ადმინისტრირებას აკეთებს. ეს არჩევნები არის ბოლო არჩევნები, რომელიც ჩაატარა გარდა იმისა, რომ გამყალბებლებმა, ჩემი აზრით, არამედ თავმოუბმელმა ხალხმა, - განაცხადა თევზაძემ.
0
0
ქარი, წვიმა, მთაში მოთოვს - ამინდი უარესდება
15/11/2024