19/11/2024
14:57
პოლიტიკა
უნდა გავიგოთ, არჩევნები სწორად ჩატარდა თუ არა და რა სჭირს საქართველოს მთავრობას - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ესპანეთის წარმომადგენელმა ნაჩო სანჩეს ამორმა საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე განაცხადა.
ევროპარლამენტარის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ რეალური სურათის შესახებ ინფორმქაცია ჯერ კიდევ არ აქვთ.
უნდა დავრწმუნდეთ რომ არჩევნები სწორად ჩატარდა, მაგრამ რაც მთავარია უნდა გავიგოთ, რა სჭირს საქართველოს მთავრობას. კიდევ ერთი რამ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია არის ის, რომ მივიღოთ ინფორმაცია ამომრჩევლისგან. ჩვენმა საელჩომ განაცხადა, რომ მათ არ შეუძლიათ ხმების გამოქვეყნება, რადგან ეს პერსონლური მონაცემების დარღვევაა, მაშინ ვერ ვიღებთ სუფთა სურათს რა მოხდა", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
ცნობისთვის, გუშინ, 18 ნოემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხი განიხილეს. ევროკავშირის გადაწყვეტილებით, საქართველოში EU ტექნიკურ მისიას გამოაგზავნის.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024