15/06/2022
10:45
მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მომავალ კვირას საგანგებო შეხვედრას გამართავს, რათა დადგინდეს, არის თუ არა „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელება საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა.
„მაიმუნის ყვავილის აფეთქება უჩვეულო და შემაშფოთებელია. ამ მიზეზის გამო, გადავწყვიტე მომავალ კვირას მოვიწვიო საგანგებო კომიტეტი ჯანდაცვის საერთაშორისო რეგულაციების შესაბამისად, რათა შევაფასო, არის თუ არა ეს აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა,“ - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციამ წარსულში საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა კოვიდის, ღორის გრიპის, პოლიოს, ებოლასა და ზიკას გამო გამოაცხადა.
ცნობისათვის, მსოფლიოში, ბოლო კვირების განმავლობაში, „მაიმუნის ყვავილის“ 1 600-მდე შემთხვევა გამოვლინდა.
0
0