"უკრობორონპრომი“ მზადაა, გადაიხადოს 1 000 000 დოლარი გატაცებული ან ნადავლი თვითმფრინავისთვის - დავით არახამია
08/03/2022
23:27
მსოფლიო
A-
+A
უკრაინის რადაში მმართველი ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომელშიც ის „სამხედრო ნადავლისთვის“, კერძოდ კი სამხედრო თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების სანაცვლოდ ჯილდოზე საუბრობს.
თანხის გარდა, რუს მფრინავებს არახამია მოქალაქეობასაც სთავაზობს.
„სახელმწიფო კონცერნი „უკრობორონპრომი“ მზადაა გადაიხადოს 1 000 000 დოლარი გატაცებული ან ნადავლი თვითმფრინავისთვის. ასევე გაგრძელდება პროგრამა, რომელიც საღ მდგომარეობაში მყოფ გატაცებული შვეულმფრენის სანაცვლოდ 500 000 დოლარს გასცემს“, - დაწერა დავით არახამიამ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ "რუსეთის სამხედრო პილოტებს, რომლებიც მზად არიან მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ პროგრამაში, გარანტირებულად ექნებათ თავისუფალი ქვეყნის მოქალაქეობა“.
0
0
500
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%