14/04/2022
01:13
მსოფლიო
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებული ძალების კრეისერ Москва-ს ნეპტუნისტიპის რაკეტები მოარტყეს.
ინფორმაცია მედიას ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა, მაკსიმ მარჩენკომ მიაწოდა. ასევე, მისი თქმით, ეს ის გემია, რომელიც კუნძული ზმეინის მცველებმა ცნობილი მიმართულებით გაუშვეს.
"დამტკიცდა, რომ სარაკეტო კრეისერი Москва დღეს სწორედ იქ წავიდა, სადაც კუნძული ზმეინის ჩვენმა მესაზღვრეებმა გაუშვეს!". – თქვა მარჩენკომ.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის ოლექსი არესტოვიჩის თქმით, რუსული სარაკეტო კრეისერი იწვის, მასზე ეკიპაჟის 510 წევრია.
Українська правда-ს ცნობით, ზღვაში ამჟამად შტორმია და კრეისერის დასახმარებლად 4 რუსული ტექნიკური ხომალდი მივიდა.
"არსებული ინფორმაციით, Москваრადარებიდან გაქრა, ასევე ამ რაიონში ახლა იმყოფება მოწინააღმდეგის 4 ხომალდი, შესაძლოა მიმდინარეობდეს სამაშველო ოპერაცია. ეს მოხდა კუნძული ზმეინიდან დაახლოებით 20 საზღვაო მილის დაშორებით". – იუწყება Українська правда-ს წყარო.
როგორც უკრაინელი ჟურნალისტი სერჟ მარკო საკუთარ Facebook-ზე წერს, რუსულ კრეისერს ნეპტუნის ტიპის ორი რაკეტა მოხვდა.
0
0