უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული ბორანი „სლავიანინი“ მნიშვნელოვნად დააზიანეს
23/07/2024
22:04
მსოფლიო
A-
+A
უკრაინის საზღვაო ძალებმა, თავდაცვის ძალების სხვა დანაყოფებთან ერთად რუსეთის ფედერაციის ბორან „სლავიანინს“ ოკუპირებული ყირიმის პორტში მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს. აღნიშნულის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბი იტყობინება.
„თავდაცვის ძალების კოორდინირებული მოქმედებების კიდევ ერთი შედეგი: ოკუპანტების ბორანი მნიშვნელოვნად დაზიანდა პორტ „კავკაზში“, - აცხადებენ გენშტაბში.
ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ბორანი სამხედრო მიზნებისთვის სარკინიგზო ვაგონების, მანქანებისა და კონტეინერების გადასაზიდად გამოიყენეს.
„სლავიანინი“ არის მესამე და ბოლო სარკინიგზო ბორანი, რომელიც რუსეთის ფედერაციას ოკუპირებულ ყირიმში ჰყავდა“, - წერს უკრაინული მედია.
0
0
87
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%