უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსული რაკეტა ჩამოაგდო, რომელიც კიევის წყალსაცავის კაშხლისკენ გაუშვეს
26/02/2022
13:01
ომი უკრაინაში
A-
+A
შაბათს, 26 თებერვალს, დილით, დაახლოებით 3:50 საათზე, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსული რაკეტა ჩამოაგდეს, რომელიც დედაქალაქის ჩრდილოეთით მდებარე კიევის წყალსაცავის კაშხლისკენ მიფრინავდა, - იუწყება სახელმწიფო საწარმო Ukrvodput-ის პრესსამსახური.
მოხსენებაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ თუ კაშხალი განადგურდება, წყალდიდობა კატასტროფულ მსხვერპლსა და ზარალს გამოიწვევს, კიევისა და გარეუბნების სახლებს დატბორავს.
კერძოდ, თუ კიევის კაშხალი აფეთქდება, მაშინ კანევის, კრემენჩუგისა და დანარჩენი კაშხლები დაინგრევა, რამაც შესაძლოა, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ავარია გამოიწვიოს.
კიევის წყალსაცავის კაშხლის გარღვევა ასევე გამოიწვევს ობოლონის, პოდოლისა და დედაქალაქის მთელი მარცხენა სანაპიროს რაიონების განადგურებას. წყალდიდობა ასევე დაანგრევს ხიდებსა და კომუნიკაციებს, ხოლო ახლომდებარე ტერიტორიებს ელექტროენერგიის, წყლისა და ტრანსპორტის გარეშე დატოვებს.
0
0
455
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%