უკრაინის საელჩო საქართველოში: ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ყველა უკრაინელი ტურისტი, ვინც სამშობლოში ვერ ბრუნდება, საქართველოს სასტუმროებში უსასყიდლოდ რჩებიან
26/02/2022
20:22
საზოგადოება
A-
+A
„საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ყველა უკრაინელი ტურისტი, ვინც სამშობლოში ვერ ბრუნდება, საქართველოს სასტუმროებში უსასყიდლოდ რჩებიან,“ - ამის შესახებ უკრაინის საელჩო საქართველოში ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე წერს.
საელჩოს ინფორმაციით, დახმარება უკვე გაეწია უკრაინის 200-მდე მოქალაქეს, უკრაინელი ტურისტების დასახმარებლად კი ტურიზმის ადმინისტრაციაში უფასო ცხელი ხაზია ამოქმედებული.
„პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა უკრაინელი ტურისტი, ვინც სამშობლოში ვერ ბრუნდება, საქართველოს სასტუმროებში უსასყიდლოდ რჩებიან. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უკრაინელ ტურისტებს კერძო სექტორის მხარდაჭერით სასტუმროში უსასყიდლოდ დარჩენა შესთავაზა.
დახმარება უკვე გაეწია უკრაინის 200-მდე მოქალაქეს. უკრაინელი ტურისტების დასახმარებლად ტურიზმის ადმინისტრაციაში ამოქმედებულია უფასო ცხელი ხაზი: 0 800 800 909 #StandWithUkraine”,- ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.
0
0
309
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%