20/03/2022
21:59
მსოფლიო
უკრაინის პირველმა პირმა ებრაელ კანონმდებლებს ჰკითხა თუ რატომ არ მიაწოდა ისრაელმა უკრაინას იარაღი და არ დაუწესა სანქციები რუსეთს.
„თქვენ უნდა გასცეთ პასუხი ამ კითხვებს და იცხოვროთ მათთან ერთად. უკრაინამ 80 წლის წინ გადაწყვიტა და გადაარჩინა ებრაელები. ისრაელის ხალხო, თქვენც გაქვთ არჩევანი”, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერის ვირტუალური მიმართვის დაწყებამდე, ქნესეთის სპიკერმა მიკი ლევიმ მადლობა გადაუხადა ზელენსკის იმისთვის, რომ დრო დაუთმო ისრაელელ კანონმდებლებს "ამ რთულ დღეებში".
„ისრაელის საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის რანგში, მსურს გამოვხატო თანაგრძნობა უკრაინელი ხალხის ტკივილის მიმართ და აქედან, ჩვენი დედაქალაქიდან, იერუსალიმიდან, მივუსამძიმრო ომში დაღუპულთა ოჯახებს და დაშავებულ უკრაინელებს“, - დასძინა ლევიმ.
ქნესეთის სპიკერმა უკრაინაში რუსეთის შეჭრას „საერთაშორისო წესრიგის აშკარა დარღვევა“ უწოდა და აღნიშნა, რომ „ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ სწრაფად მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა და ომის დასრულება“.
ამას გარდა, მიკი ლევიმ იმედი გამოთქვა, პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტისა და სხვა საერთაშორისო ლიდერების შუამავლობის მცდელობები გამოიღებს ნაყოფს და დაასრულებს ბრძოლას.
ზელენსკის ისრაელის საკანონმდებლო ორგანოსადმი ვირტუალურ მიმართვას თელ-ავივში, ჰაბიმას მოედანზე, გიგანტურ ეკრანზე უჩვენებენ.
0
0