უკრაინის გენშტაბი საომარი მოქმედებების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს
24/02/2022
14:27
მსოფლიო
A-
+A
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ინფორმაციას ანახლებს.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯგუფები მტკიცედ იცავენ სახელმწიფოს. ჩერნიგოვის ოლქში მოახერხეს მტრის შეჩერება. მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ხარკოვსა და გაერთიანებული ძალების ოპერაციის ჩატარების რაიონში, სადაც მტერმა ადამიანური მსხვერპლი და ტექნიკის თვალსაზრისით ზარალი განიცადა.
ჩვენი ჯარის ძალისხმევით, ქალაქებზე - მარიუპოლსა და შჩასტიაზე სრული კონტროლი დავიბრუნეთ. განადგურებულია მოწინააღმდეგე მხარის სულ მცირე 5 თვითმფრინავი, 2 ვერტმფრენი და ათობით ჯავშანმანქანა.
რთულია ვითარება ხერსონის მიმართულებით, მაგრამ უკრაინის თავდაცვის ძალები აგრესორს უკუაგდებენ“, - აღნიშნულია გენშტაბის განცხადებაში.
0
0
437
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%