13/02/2022
18:31
მსოფლიო
ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილ ტიმოშენკომ Facebook-ზე დაწერა.
"უკრაინა მზადაა მხარი დაუჭიროს ავიაკომპანიებს, უახლოეს მომავალში იქნება ინიცირებული მთავრობის გადაწყვეტილებები. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას", - წერს ტიმოშენკო.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ცა ღიაა, ხელისუფლებას არ მიუღია რაიმე გადაწყვეტილება საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ. ტიმოშენკომ ასევე გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ EASA-ს (ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო) არ გაუცია რეკომენდაციები უკრაინის საჰაერო სივრცეში ფრენების შეზღუდვის შესახებ.
"ჩვენ ვიყენებთ ფაქტებს და არა ვარაუდებს - ავიაკომპანიების უმეტესობა აგრძელებს მუშაობას შეზღუდვების გარეშე", - აღნიშნა ტიმოშენკომ.
მან ასევე განმარტა, რომ ზოგიერთ ავიაკომპანიას სადაზღვევო ბაზრების გამო სირთულეები აქვს.
0
0