16/08/2022
16:09
მსოფლიო
უკრაინის მთავრობის განცხადებით, ქვეყანაში რუსული არმიის შეჭრის შემდეგ, პირველი გემი, რომელსაც უკრაინიდან აფრიკაში ჰუმანიტარული დახმარების სახით საკვები უნდა გადაეზიდა, შავი ზღვის პორტ პივდენიიდან გაემგზავრა.
უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გაეროს მიერ დანიშნული გემი („Brave Commander“), რომელიც დატვირთულია 23,000 ტონა ხორბლით, ჯიბუტისკენ მიემართება.
„სამინისტრო და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მუშაობენ გზებზე, რათა გაზარდონ აფრიკის (მათ შორის ეთიოპიის) მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენებისთვის სურსათის მარაგის მიწოდება, რადგან შემაშფოთებელია უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად გამწვავებული გლობალური სასურსათო კრიზისი“, - განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა.
გაეროსა და თურქეთის შუამავლობით კიევსა და მოსკოვთან ივლისში გაფორმდა შეთანხმება, რომელიც მარცვლეულის ექსპორტის მიზნით უკრაინული პორტების განბლოკვას ითვალისწინებს.
0
0