30/08/2022
14:34
კონფლიქტები
სოხუმის დე ფაქტო მთავრობის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა ამბობს, რომ მას უკრაინელი რადიკალები ემუქრებიან. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
„მე უკრაინელი რადიკალებისგან მუქარებს ჯერ კიდევ 2015 წლიდან ვიღებ, როდესაც დსთ-ს ფარგლებში ჰუმანიტარული საკითხებით ვიყავი დაკავებული. უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ კი ეს თითქმის ყოველდღე ხდება, მაგრამ ეს ჩვენ არ გაგვაჩერებს“, - განაცხადა არძინბამ „სოლოვიოვ ლაივის“ ეთერში.
მან, ასევე, განაცხადა, რომ დარია დუგინა სწორედ უკრაინელმა რადიკალებმა მოკლეს, რომლებიც თავის ტრადიციულ ინსტრუმენტებს - მუქარას და მკვლელობას იყენებენ.
ცნობისთვის, ინალ არძინბა ოკუპირებული აფხაზეთის და ფაქტო „საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე 2021 წლის 17 ნოემბერს დაინიშნა. ის აფხაზეთის სეპარატისტული მოძრაობის ლიდერის და პირველი დე ფაქტო პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას ნათესავია.
0
0