13/10/2024
15:27
მსოფლიო
უკრაინელებმა სამხედროებმა დასავლური „ეფ 16“-ის ტიპის ავიაგამანდურებლით რუსული ავიაგამანდგურებელ-ბომბდამშენი, „სუ-34“ ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ფორბსი“ რუსულ „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით წერს.
გავრცელებული ცნობით, რუსული სამხედრო თვითმფრინავი უკრაინაში 12 ოქტომბერს ჩამოაგდეს.
რუსეთის და უკრაინის თავდაცვის სამინისტროებს განცხადება არ გაუვრცელებიათ, თუმცა რუსული საინფორმაციო წყაროები წერენ, რომ რუსული სამხედრო თვითმფრინავი ფრონტის ხაზიდან 50 კილომეტრში ჩამოაგდეს და ეს ამერიკული წარმოების „ეფ-16“-მა გააკეთა.
ბელგიამ, დანიამ, ნიდერლანდებმა და ნორვეგიამ პირობა დადეს, რომ უკრაინას 90-ზე მეტი „ეფ-16“-ს გადასცემდნენ მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაამტკიცა მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავის გადაცემა.
პირველი თვითმფრინავები უკრაინაში აგვისტოში ჩავიდა.
უკრაინული მედიის მიხედვით, თუ ჩამოგდება დადასტურდება, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკულმა თვითმფრინავმა პილოტირებული რუსული გამანადგურებელი დაამარცხა.
0
0
ყველა წარმატება თავის მპტყუებაა- ლაშა ბუღაძე
17/11/2024
ახალსოფელში ქმარმა ცოლის დაწვა სცადა
17/11/2024