25/02/2022
13:00
ომი უკრაინაში
„ჩვენმა ბიჭებმა და გოგოებმა, უკრაინის ყველა დამცველმა, მტერს პირველივე დღეს არ მისცეს საშუალება, განეხორციელებინა შემოჭრის ოპერატიული გეგმა. თითოეული უკრაინელი გმირობას სჩადის. ბრძოლა გრძელდება და ჩვენ არ დავიღლებით“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, ოკუპანტი ქვეყნის ძალები სასტიკად მოქმედებენ, განსაკუთრებით იმ ზონებში, სადაც საცხოვრებელი სახლებია.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები მაქსიმალურად იცავენ უკრაინის სახელმწიფოს ცას.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინაში არსებული ვითარება 1941 წლის თავდასხმას შეადარა.
„საშინელი აფეთქებები დილით კიევის თავზე, დაბომბვა, სახლებზე დარტყმა, ხანძარი... ეს ყველაფერი გვაგონებს პირველ მსგავს თავდასხმას ჩვენს დედაქალაქზე, რომელიც მოხდა 1941 წელს“, - თქვა ზელენსკიმ.
0
0
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო
16/11/2024