18/04/2022
13:21
მსოფლიო
თუ რუსეთის ფედერაცია უკრაინაზე ატომურ დარტყმას განახორციელებს, ქვეყნებს შორის ომი რუსეთის ტერიტორიაზე გაგრძელდება. ეს მოსაზრება 17 აპრილს, Feigin Live YouTube არხის ეთერში, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის (OPU) ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა გამოთქვა.
“ჩვენ მხოლოდ უფრო ბრუტალურები გავხდებით, გარანტიას გაძლევთ. რიტორიკა, რომ “ყველა რუსი ასეთი არ არის, არის კრემლი და არიან რუსები” – აღარ უშველის. დაიწყება ხოცვა-ჟლეტა… თითქმის გარანტირებულია, რომ ომი გადაინაცვლებს რუსეთის ტერიტორიაზე. უკრაინელ ხალხს ვეღარავინ შეაჩერებს, ამას ცენტრალური სარდლობაც კი ვეღტ შეაჩერებს, ეს ჩვენი მხრიდან მკვეთრი ესკალაციაა, მაგრამ სჭირდებათ მათ ეს?” – თქვა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მრჩეველმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 15 თებერვალს CNN-თან ინტერვიუში არ გამორიცხა, რომ კრემლის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ პუტინმა, უკრაინის წინააღმდეგ ომში ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს.
მისი აზრით, პუტინს შეუძლია მიმართოს როგორც ბირთვულ, ასევე ქიმიურ იარაღს – ის არ აფასებს უკრაინელი ხალხის სიცოცხლეს.
0
0