03/03/2022
20:46
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთის მხრიდან უამრავი მცდელობის მიუხედავად უკრაინული მხარისგან პროვოკაციები არ წყდება.
მისი თქმით, უკრაინელები მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებენ.
„ჩვენმა სამხედროებმა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის უზრუნველყვეს დერეფნები ყველა საბრძოლო მოქმედების ზონაში, რომ მათ ჰქონოდათ უსაფრთხოების დაცვით გადასვლის საშუალება, მაგრამ ნეონაცისტები არ იძლევიან ამის საშუალებას. ნეონაცისტები ცოცხალ ფარად იყენებენ მშვიდობიან მოსახლეობას. არსებობს ობიექტური მონაცემები უკრაინაში საცხოვრებელი კორპუსების ტერიტორიაზე ნეონაცისტებისა და ბანდიტების მიერ მძიმე ტექნიკის განთავსების შესახებ“, - განაცხადა პუტინმა.
პუტინმა ვიდეომიმართვისას, სპეცოპერაციის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
მისი განცხადებით, უკრაინაში დაღუპული სამხედროების ოჯახებს გადაეცემათ ერთჯერადი შემწეობა - 7 000 000 რუბლი {205 000 ლარი}.
მან, ასევე, ბრძანა უკრაინაში დაჭრილი რუსეთის ფედერაციის სამხედროებისთვის დამატებით 3 მილიონი რუბლის {88 000 ლარი} გადაცემა.
„რუსი ჯარისკაცები და ოფიცრები უკრაინაში ოპერაციის დროს გაბედულად მოქმედებენ, როგორც ნამდვილი გმირები“, - დასძინა მან.
პუტინმა, ასევე, განაცხადა, რომ ოფიცერ ნურმაგომედ გაჯიმაგომედოვს {რუსეთის არმიის დაღესტნელი ოფიცერი}მიანიჭა რუსეთის გმირის წოდება, უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დროს გაწეული ღვაწლის გამო.
შეგახსენებთ, 24 თებერვალს, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა უკრაინის აღმოსავლეთით.
პარალელურად, რუსეთმა სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ უკრაინის ტერიტორიისა და დასახლებების დაბომბვა დაიწყო.
0
0