უკრაინაში ომს 1932 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა - გაერო
14/04/2022
11:10
მსოფლიო
A-
+A
გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის ინფორმაციით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქვეყანაში 1932 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 2589 პირი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია გაეროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გაეროს ინფორმაციით, მოქალაქეების დაღუპვა და დაშავება საბრძოლო მასალის, საჰაერო დარტყმისა და მძიმე არტილერიის გამოყენების შედეგად მოხდა.
OHCHR მიიჩნევს, რომ რეალური მაჩვენებლები გაცილებით მაღალია, რადგან ინტენსიური ბრძოლების ზოგიერთი ადგილიდან მიღებული ინფორმაცია დაგვიანებულია და ბევრი ინფორმაცია ჯერ კიდევ საჭიროებს დადასტურებას.
უფრო კონკრეტულად კი ეს ეხება მარიუპოლს, ვოლნოვახას, იზიუმს, სევეროდონეცკს და რუბიჟნოეს.
0
0
416
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%