უკრაინაში ომი არასდროს უნდა მომხდარიყო, გაცილებით მეტი ადამიანია დაღუპული, ვიდრე ცხადდება - დონალდ ტრამპი
19/10/2024
10:33
მსოფლიო
A-
+A
რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს მოაგვარებს. ამის შესახებ მან პატრიკ ბეთ-დევიდთან პოდკასტში ისაუბრა.
„მე შევხვდი ზელენსკის ამას წინათ. მაქვს კარგი ურთიერთობა როგორც პუტინთან, ასევე ზელენსკისთან“, – განაცხადა ტრამპმა.
რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ომი არასდროს უნდა მომხდარიყო და მისი მასშტაბები გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ოფიციალურად ცხადდება.
„მილიონობით ადამიანია დაღუპული, გაცილებით მეტი, ვიდრე თქვენ კითხულობთ“, – აღნიშნა მან.
ტრამპმა ასევე განაცხადა, პრეზიდენტი თვითონ რომ ყოფილიყო, ეს ომი არ დაიწყებოდა.
„პუტინი ამას არასდროს გააკეთებდა. ომი არასდროს მოხდებოდა“, – აღნიშნა ტრამპმა.
0
0
85
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%