01/06/2022
20:42
მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინის კონფლიქტში მესამე ქვეყნების ჩართვის რისკი არსებობს.
ამის შესახებ სერგეი ლავროვმა ჟურნალისტებს საუდის არაბეთში ვიზიტის შემდეგ განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, გონიერი დასავლელი პოლიტიკოსები ამ რისკებს კარგად აცნობიერებენ:
“ასეთი რისკები, რა თქმა უნდა, არსებობს. რასაც კიევის რეჟიმი მოითხოვს კატეგორიულად, საქმიანად, დასავლელი მფარველებისგან, ჯერ ერთი, ეს წესიერების და დიპლომატიური კომუნიკაციის ყველა ზღვარს სცილდება და მეორეც, ეს არის პირდაპირი პროვოკაცია – დასავლეთის საომარ მოქმედებებში ჩათრევა. მართალი გითხრათ, ეს ყველას არ ეხება, მაგრამ ევროკავშირში, განსაკუთრებით მის ჩრდილოეთ ნაწილში, არიან პოლიტიკოსები, რომლებიც მზად არიან, ამ სიგიჟემდე წავიდნენ საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად.
მაგრამ ევროკავშირის სერიოზულმა ქვეყნებმა, რა თქმა უნდა, კარგად იციან ასეთი სცენარების მიუღებლობა და ახლახან გონივრული შეფასებების ნიშნები ვაშინგტონისგან მოვისმინეთ”, – თქვა ლავროვმა.
0
0