08/06/2022
11:56
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო ხაზინის მდივნის ჯანეტ იელენის განცხადებით, ინფლაციის დონე "მიუღებელია", თუმცა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ეს არ არის მხოლოდ შეერთებული შტატების პრობლემა.
„უკრაინაში მიმდინარე პუტინის ომი გლობალურად გავლენას ახდენს ელექტროენერგიისა და სურსათის ფასებზე. ჩვენ არ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ინფლაციას განიცდის. თქვენ ხედავთ ამას მსოფლიოს თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში“, - განუცხადა იელენმა კანონმდებლებს სენატის საფინანსო კომიტეტის სხდომაზე საუბრისას და აღნიშნა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ სტრატეგიული რეზერვიდან ნავთობის რეკორდული რაოდენობის გაშვების გამო, „შეერთებული შტატები გლობალური ენერგეტიკული შოკებისგან დაზღვეული არ არის.“
„ჩვენ ვართ ნავთობის გლობალური ბაზრების ნაწილი, რომლებიც გეოპოლიტიკურ გავლენას ექვემდებარება. ამ ბაზრების გლობალური ბუნების გათვალისწინებით, პრაქტიკულად შეუძლებელია, თავის დაცვა ისეთი შოკებისგან, როგორიც რუსეთში ხდება, რაც ნავთობის გლობალურ ფასებზე ახდენს გავლენას“, - თქვა იელენმა.
მან დასძინა, რომ მნიშვნელოვანია, შეერთებული შტატები „უფრო დამოკიდებული გახდეს ქარისა და მზის ენერგიაზე, რომლებიც გეოპოლიტიკურ გავლენას არ ექვემდებარებიან“.
0
0