უკრაინაში არც ერთი რუსი ჯარისკაცი არ გარდაცვლილა - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო
26/02/2022
15:59
მსოფლიო
A-
+A
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად არც ერთი რუსი ჯარისკაცი არ გარდაცვლილა. მედიისთვის გავრცელებულ უახლეს ინფორმაციაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მხოლოდ იმ სამხედრო აღჭურვილობის დანაკარგს ასახელებს, რომელიც მათი ცნობით, უკრაინულმა მხარემ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს“ განიცადა.
უკრაინული მხარე კი ასობით გარდაცვლილ რუს ჯარისკაცზე საუბრობს. უკრაინის ვიცე პრემიერმა „წითელ ჯვარს“ გარდაცვლილი რუსი სამხედროების რუსეთის ტერიტორიაზე დაბრუნებაში დახმარება სთხოვა. მისი თქმით, „რუსეთის ფედერაციამ უნდა იცოდეს, რამდენი რუსი სამხედრო პირის ცხედარია ახლა უკრაინის ტერიტორიაზე.
0
0
460
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%